შთაბეჭდილება მაქვს, რომ დავალება აქვს მიღებული - სერგო ჩიხლაძე კობახიძის განცხადებაზე

16.03.21 13:29
შთაბეჭდილება მაქვს, რომ დავალება აქვს მიღებული - სერგო ჩიხლაძე კობახიძის განცხადებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძეს ე.წ. "ჩამშლელის" როლი აქვს მორგებული. ჩიხლაძის თქმით,  შესაძლოა  "ოცნების" თავმჯდომარეს დავალება ჰქონდეს მიღებული, რომ მსგავსი განცხადებებით მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს. 

როგორც კი შეთანხმების კონტურები გამოიკვეთება, გამოდის ეს ადამიანი და ჩამშლელ განცხადებებს აკეთებს, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს. ოპოზიციის მხრიდან არანაირი ჩაშლის მცდელობა არ იქნება, ვიქნებით ბოლომდე კონსტრუქციულები და დავინახავთ "ოცნებას" მართლა უნდა თუ არა შეთანხმება, - ამბობს ჩიხლაძე.

 შეგახსენებთ, რომ დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ, გუშინ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, არამედ საქართველოში არიან კრიმინალები. 

მსგავსი სიახლეები