თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის - ელისაშვილი

16.03.21 14:08
თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის - ელისაშვილი

 პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე,  თორნიკე რიჟვაძე მექრთამეობაში დაადანაშაულა. ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა ჩაინიშნოს, სადაც ბათუმში უკონტროლო მშენებლობების თემას განიხილავენ.

 ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარია, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება, არადა, 19 - სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემენ დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ახლა 19-მდე ავიდა. ასე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ამ კორპუსის სართულიანობა. როგორც ჩანს საკრებულო ნომინალურია, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს აკეთებს - თქვა ელისაშვილმა.