ივანიშვილს სურს, მისი შვილები დასავლურ სამყაროში ცხოვრობდეს, ხალხი კი - რუსულ წუმპეში - აკაკი ბობოხიძე

16.03.21 14:23
ივანიშვილს სურს, მისი შვილები დასავლურ სამყაროში ცხოვრობდეს, ხალხი კი - რუსულ წუმპეში - აკაკი ბობოხიძე

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი ბობოხიძეს, მიაჩნია, რომ ევროპა არ მისცემს ,,ქართულ ოცნებას" იმის საშუალებას, გადაუხვიოს დემოკრატიული კურსიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები გარდაუვალია.

დასავლეთი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილთან ჯერ მსუბუქი მესიჯები გაუშვას, მერ კი უფრო მძიმეზე გადავლენ. იმდენად დიდი ინვესტიციია ჩადებული საქართველოს დემოკრატიაში, ივანიშვილს გზიდან გადახვევის საშუალებასა არ მისცემენ, რომ ეს ქვეყანან უკან, საბჭოთა კავშირში, დააბრუნოს. ივანიშვილს სურს, მისი შთამომავლობა დასავლურ სამყაროში ცხოვრობდეს, ჩვენი ხალხი კი -  რუსულ წუმპეში -აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ბრიუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გეგმა უნდა წარადგინოს.