"მუცლად ყოფნის პერიოდში მყავს ნანახი" - ლადო კახაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე

16.03.21 14:28
"მუცლად ყოფნის პერიოდში მყავს ნანახი" - ლადო კახაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან განაცხადა, რომ მას  ბასილაშვილი მუცლად ყოფნის პერიოდშიც ჰყავს ნანახი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო იქნებოდა. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას, მის მშობლებს, პირველ რიგში და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს.ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედნ გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ასეთი ორგანო ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს, დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი, -  თქვა კახაძემ.

მსგავსი სიახლეები