არაფერი არ იცვლება და ამის შეცლა შესაძლებელი იქნებოდა - ზილფიმიანი ერთ-ერთი სამინისტროს სახელის შეცვლას ითხოვს

16.03.21 14:53
არაფერი არ იცვლება და ამის შეცლა შესაძლებელი იქნებოდა - ზილფიმიანი ერთ-ერთი სამინისტროს სახელის შეცვლას ითხოვს

 "ევროპელი სოციალისტების" წევრმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინიციატივა გამოთქვა, სახელი შეეცვალოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ეწოდოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო. 

უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ? იმიტომ, რომ მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთადაა ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია.უბრალოდ ინფორმაციისთვის,  თუ საწინააღმდეგო არაფერი არ იქნება, არაფერი არ იცვლება და მე მგონი ამის შეცლა შესაძლებელი იქნებოდა -  თქვა ზილფიმიანმა

ზილფიმიანის ამ განცხადებას არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ მსგავსი ცვლილება მესამე მოსმენის ფარგლებში ვერ განიხილება. 

მსგავსი სიახლეები