გულის სიღრმეში თავადაც ხომ იცოდნენ, პარლამენტში რომ შევიდოდნენ - ალეკო ელისაშვილი

16.03.21 16:32 16.03.21 16:39
გულის სიღრმეში თავადაც ხომ იცოდნენ, პარლამენტში რომ შევიდოდნენ - ალეკო ელისაშვილი

,,მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გარკვეულ შედეგს გამოიღებს და ეს შედეგი არის  ოპოზიციის შესვლა პარლამენტში.

პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ?! თავიდან ისე წარმოაჩენდნენ, არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო დავახურდავეთ, გავყიდეთ 30 ვერცხლად. ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ესაა - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკება  დასკვნით ეტაპზეა და ცოტა საკითხი დარჩა, რაზეც პოზიციების დაახლოება არ მომხდარა.