შეიძლება რომელიმე ფსიქიატრიულში გაკოჭილი მოესწროს - უგულავა ირაკლი კობახიძეზე

16.03.21 17:17
შეიძლება რომელიმე ფსიქიატრიულში გაკოჭილი მოესწროს - უგულავა ირაკლი კობახიძეზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თვამჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კობახიძემ გიგი უგულავა, ნიკ მელია და მიხეილ სააკაშვილი კრიმინალებად მოიხსენია და თქვა, რომ მათ საქმეებში იმდენი მტკიცებულებაა, რომ განაჩენი სტრასბურგის სასამართლოშიც კი ვერ გაასაჩივრეს.

გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს ტყუილში ამხელს და ამბობს, რომ სტრასბურგის სასმართლოში მან ორი სარჩელი შეიტანა. უგულავას თქმით, იმ დროისათვის, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, კობახიძე აქტუალური აღარ იქნება. უგულავა კობახიძეს ფსიქიატირულში დამთავრებას უწინასწარმეტყეველებს.

კობახიძის პერსონალურ შეფასებას აღარ დავიწყებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ის არის მატყუარა, იმიტომ, რომ მე ორი სარჩელი მაქვს შეტანილი სტრასბურგში, ორივე მიღებულია, კომუნიკაცია დასრულებულია ორმხრივი. როდესაც სტრასბურგში გავიმარჯვებ, კობახიძე აღარ იქნება არსად, უფრო სწორად, კობახიძე ამას ვერ მოესწრება, შეიძლება რომელიმე ფსიქიატრიულში გაკოჭილი მოესწროს, მაგრამ ეს რელევანტური მისთვის და აქტუალური აღარ იქნება, ამიტომ ნერვებნი ჯობია დაიოკოს და არ ჩაშალოს ის მოლაპარაკლებები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, - აცხადებს  უგულავა.