ხისტი, ხეპრული გამონათქვამები იმდენია, არ შეიძლება პასუხი არ გასცე - ვოლსკი

16.03.21 17:30
ხისტი, ხეპრული გამონათქვამები იმდენია, არ შეიძლება პასუხი არ გასცე -  ვოლსკი

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომელშიც ის ოპონენტებს კრიმინალებად მოიხსენიებს, „ქართულ ოცნებაში“ გამართლებას უძებნიან. მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ კობახიძის განცხადება ისევ ოპოზიციის რიტორიკით არის გამოწვეული, რადგან თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ აკლებენ აგრესიას.

ხისტი, ხშირ შემთხვევაში უზრდელური, ხეპრული გამონათქვამები იმდენია, მასა, რომ იმას არ შეიძ₾ება რომ ადეკვატური პასუხი არ გასცე. მოლაპარაკების გარშემო მჯდომ ოპონენტებს უნდა შესწევდეთ უნარი უფრო დელიკატური განცხადებები შეარჩიონ, თუმცა ვერანაიარად ვერ დაეგთანხმებით იმაში, რომ განცხადება, რომელიც კეთდება მართლაც დესტრუქციული ძალის მხრიდან, არ იყოს სათანადოდო შეფასებული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები