კულტურის სამინისტროს, სავარაუდოდ, თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

16.03.21 17:52
კულტურის სამინისტროს, სავარაუდოდ, თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა. კულტურის მინისტრის პოსტს კი დიდი ალბათობით თეა წულუკიანი დაიკავებს.

მმართველი გუნდის წევრები წულუკიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ და ფიქრობენ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება.

დღესვე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატმა ქეთევან დუმბაძემ პარლამენტს ფილანტროპიის კანონის შექმნის ინიციატივით მიმართა. აღნიშნული კანონი გულისხმობს იმ ბიზნესების გადასახადებისგან გათავისუფლებას, რომლებიც კულტურულ პროექტებს აფინანსებენ. შეკითხვას, ეხება თუ არა ფილანტროპიის კანონი ბიძინა ივანიშვილს რაიმე ფორმით, „ქართული ოცნების“ წევრები პასუხობენ, რომ ივანიშვილი თავად არის უდიდესსი ფილანტროპი და მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სახით დაეხმარება კულტურას.

არ არის დასამალი,რომ საკმაოდ ინტენსიურად, სხვა აზრი არ მომისმენია ყოველ შემტხვევაში, რომ თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება. მე პირადად მხარს ვუჭერ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თემას ამ სფეროშ მე არ მგონია ვინმე იყოს კიდევ ისეტ, რომ იმ დონის რესურსი და იმ დონის მხარდაჭერა გინდაც ფინანსური გამოეხატოს ჩვენი კულტურის დარგის მიმართ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ცნობილია, რომ წულუკიანი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უკვე ხვდება.