ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები - ბორელი

16.03.21 18:36
ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა ჩატარდეს თუ არა  საქართველოში ახალი არჩევნები - ბორელი

ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა გაიმართოს თუა რა საქართველოში ახალი არჩევნები  - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყო თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. რაც შემიძლია გითხარით არის ის, რომ ეუთო/ოდირი  განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს, როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს,- განაცხადა ბორელმა.