კრიზისიდან გამოსასვლელად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია -ბორელი

16.03.21 18:48
კრიზისიდან გამოსასვლელად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას  აკისრია -ბორელი

კრიზისიდან გამოსასვლელად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას  აკისრია - ამის შესახებ განცხადება   საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 ნება მომეცით, პრემიერმინისტრის თანდასწრებით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას და ხელისფულებას კრიზისიდან გამოსავლის მიღწევაში და ასევე, პარლამენტის ბოიკოტი არ არის სასარგებლო ქმედითი დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის. პარლამენტის ბოიკოტით ვერ ვიპოვით პრობლემებზე პასუხის პოლიტიკურ პლურალიზმში. ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა საქართველოში უნდა შეხედოს მიმდინარე მდგომარეობის შედეგებს. ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და იპოვონ კომპრომისები, - განაცხადა  ჯოზეფ ბორელმა.

 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.