თქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ გარემოში - მდინარაძე ბორელის განცხადებაზე

16.03.21 21:00
თქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ გარემოში - მდინარაძე ბორელის განცხადებაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ბრიუსელიდან მიღებული გზავნილებით კმაყოფილია. მდინარაძის თქმით, ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომ არჩევნები საქართველოში კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, იმის მანიშნებელია, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არარელევანტურია.

იყო ძალიან მკაფიო და ნათელი გზავნილები,ვინც მოუსმენდა არ დარჩებოდა კითხვის ნიშნები ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით, მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს რომ 2020 წლის არჩვენები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო თავისუფალი და სამართლიანი, ეს ხაზგასმა შემთხვევითი არ ყოფილა და იყო იმ კითხვის საპასუხოდ, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას ეხებოდა, ნათლად და მკაფიოდ იყო მითითებული რომ ბოიკოტი არ არის ის სწორი გზა რაც ამ შემთხვევაში იქნებოდა რელევანტური ოპოზიციის მხრიდან - თქვა მდინარაძემ

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მასზე არ არის დამოკიდებული. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებული  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ გარემოში ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები