ჩვენ გვინდა მივიღოთ ისეთი შეთანხმება, რომ შევიდეთ პარლამენტში - სამადაშვილი

17.03.21 11:05
ჩვენ გვინდა მივიღოთ ისეთი შეთანხმება, რომ შევიდეთ პარლამენტში - სამადაშვილი

ბრიუსელიდან გაჟღერებული გზავნილებიდან მეორე დღეს, ოპოზიცია პრინციპულ საკითხად კვლავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს. მათ შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ მმართველ პარტიას არ სურს მოლაპარაკება და   კომპრომისზე წასვლა ოპოზიციასთან. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ  იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება შედგება მათთვის პრინციპულ საკითხებზე, ისინი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

განცხადებები რაც გააკეთა ღარიბაშვილმა ბრიუსელში,ჩვენ პარტნიორებსაც გაუჩენს განცდას რომ ხელისუფლება არ არის მოწოდებული რომ დაიდოს კონკრეტული შედეგი მოლაპარაკებების, ჩემი სურვილია რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი შეთანხმება რომელიც მისცემს ოპოზიციას შესაძლებლობას რომ შევიდეს პარლამენტში და ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე რომ ჩვენი ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს, თუმცა ამის შესაძლებლობა უნდა შექმნას მათ შორის ხელსიუფლების პოზიციამ - თქვა სამადაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები