კრიზისი ვერ განიმუხტება პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების გარეშე - ბოკერია

17.03.21 11:11
კრიზისი ვერ განიმუხტება პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების გარეშე - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი განიმუხტოს, მისთვის, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერებისთვის პრინციპული საკითხია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

 ფაქტია, ეს მთავრობა არ არის ჯერ მომწიფებული რომ გააცნობიეროს რომ ვერ შეინარჩუნებს ამ ვითარებას და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია გამოსავალი,რაც მოიცავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სისტემის ცვლილებას, ჩვენ გავაგრძლებთ ყველა ლეგიტიმური მეთოდით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წნეხს, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ აუცილებელ  შედეგს. ის კრიზისი რაც შეიქმნა მათი ნაბიჯების შედეგად ვერ განიმუხტება პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების გარეშე -  ამბობს ბოკერია.

მოლაპარაკებები თბილისში უკვე მეორე დღეა, შეჩერებულია. ამ დრომდე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის არცერთ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის.