"ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას" - სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

17.03.21 11:52
"ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას" - სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება.

სამოქალაქო აქტივისტები გუშინ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ, შეკერებილებმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

ავიღეთ მორატორიუმი, ველოდებოდით რა შედეგით დასრულდებოდა მოლაპარაკებები, აღმოჩნდა რომ "ოცნებამ" თავიდან ბოლომდე გადადგა ნაბიჯი, რომ უარი თქვა დასავლეთზე, ამას არ შევეგუებით, საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და დღეიდან ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას, უფრო მასშტაბური გახდება ეს ბრძოლა, - ამბობს გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელიდან ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და პოლიტპატიმრები არ არსებობენ. 

მსგავსი სიახლეები