უცხოელი პარტნიორების დეზინფორმირება „ოცნების“ მხრიდან - „პირველებმა“ დამადასტურებელი წერილი მოიპოვა

17.03.21 12:06
უცხოელი პარტნიორების დეზინფორმირება „ოცნების“ მხრიდან - „პირველებმა“  დამადასტურებელი წერილი მოიპოვა

უცხოელი პარტნიორებს დეზინფორმირება „ქართული ოცნების“ მხრიდან - „პირველებმა“ მოიპოვა წერილი, რომელიც პარტიიდან საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნა. წერილში მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქუჩაში რადიკალური ოპოზიციის ათასი  წევრი  გამოვიდა, თუმცა რეალურად ოპოზიციური პარტიის ოფისზე განხორციელბული შტურმის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის გრძელი  ნაკადი იდგა.

აღნიშნული წერილი უცხოელმა პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ სახელით კახა კუჭავასგან მიიღეს.

 „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ინფორმაცია რეალობას შეესაბამება და მათ აქციაზე ათას კაცზე მეტი ვერ დაინახეს. მათი თქმით, უცხოელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საზოგადოების განწყობებს მათი ინფორმირების გარეშეც ნათლად ხედავენ.

ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია და დამერწმუნეთ, ჩცვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ზუსტად იციან ის განწყობები, ორმელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს კონკრეტული მოვლენების მიმართებით და ის ფაქტი, რომ ამდენი ხანია დესტრუქციულმა ოპოზიციამ ვერ ძეძლო და ცრუ განგაში ვერ ატეხა, ვერ შეძლო მობილიზება იმ მასშტაბის, რაც უნდოდა, მნიშვნელოვნად ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების დაკვბეთა არ არის ქუჩის მანიფესტაციები, საზოგადოების დაკვეთა არ არის ქუჩის პროტესტი, საზოგადოების დაკვეთა არის პარლამენტშ საპარლამენტო საქმიანობა როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი.