თუ ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, მოლაპარაკება უნდა შეწყდეს- ნინო ბურჯანაძე

17.03.21 14:54
თუ ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, მოლაპარაკება უნდა შეწყდეს- ნინო ბურჯანაძე

,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე არაფრის დათმობას არ აპირებს და ასეთ სიტუაციაში ,,ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციას აზრი ეკარგება.

ვფიქრობ, რომ სანამ ,,ქართული ოცნება" დათმობაზე არ მოდის, უნდა შეწყდეს მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, სანამ  პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდება,  მოლაპარაკებები არ გაგრძელდება. თუ ხედავ, არაფერზე მოდიან, მორიგ შეხვედრას რა აზრი აქვს? ჩვენ თუ გავჩერდებით და ვიძახებთ, რა ცუდადაა საქმე ქვეყანაშიო, ,,ქართული ოცნება" უკეთეს მდგომარეობაში ჩავარდება, შეიძლება, 2024 წლის არჩევნებიც მოხსნან, დარწმუნებული ვარ, აქციები უნდა გაგრძელდეს, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს, ვისაც თავმოყვარეობა აქვს, უნდა იბრძოლოს -ამბობს ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები