ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებისას გოგი წულაიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა

17.03.21 15:31
ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებისას გოგი წულაიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებისას გოგი წულაიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ინგოროყვას კლინიკაში წულაიას კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია დღეს, თბილისში დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.