მოლოდინი მაქვს ცოტა ცელქი - ვახტანგ მეგრელიშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

17.03.21 15:47
მოლოდინი მაქვს ცოტა ცელქი - ვახტანგ მეგრელიშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

დღეს 4 საათზე ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა ჩაინიშნა. იგი ოდნავ განსხვავებული ფორმატით წარიმართება,  პარტიები თითო ლიდერით იქნებიან წარმოდგენილი. ,,გირჩის" ლიდერი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას მოუთმენლად ელოდება არა მარტო შედეგების დადგომის თვალსაზრისით.

 მოლოდინი მაქვს ცოტა უცნაური, ცოტა ცელქი -  ველოდები,  ,,ქართული ოცნება"  და ,,ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთის პირისპირ  როგორ იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რასაც განვიხილავდით ადრე - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი, ,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი.
 

აკაკი მინაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების გარეშე შეთანხმება არ შედგება 

მოვისმინეთ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უტიფარი განცახადებები და მიგვაჩნია, თუ  ნიკა მელია, რომელიც ამ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს, არ იქნება გათავისუფლებული, თუ არ გათავისუფლდება რურუა, თუ ხელისუფლება არ დათანხმდა ვადამდელ არჩევნებს, შეთანხმება არ შედგება და ეს იქნება სიგნალი, რომ ,,ქართული ოცნება" ხურავს კარს ევროპასთან- აცხადებს აკაკი მინაშვილი.