მაშინ როცა ბერა კარნახობს პრემიერს, ვინ ცემოს ყველაფერია მოსალოდნელი - ბურჯანაძე ენმ-ს ოფისის თავდასხმაზე

17.03.21 15:57
მაშინ როცა ბერა კარნახობს პრემიერს, ვინ ცემოს ყველაფერია მოსალოდნელი - ბურჯანაძე ენმ-ს ოფისის თავდასხმაზე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებულ შეარაღებულ თავდასხმას ეხმაურება. ბურჯანაძე პარტიის ოფისზე  თავდასხმას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. 

იმ ვითარებაში, როცა ბერა კარნახოვს პრემიერ-მინისტრს, რა უნდა გააკეთოს ვინ უნდა ცემოს და ვინ უნდა დააშინოს, ნამდვილად ყველაფერი მოსალოდნელია, ფაქტი რომ გოგი წულაია დააკავეს კითხვის ნიშნებს იწვევს, ნაციონალების ოფისს ესროლეს, დეპუტატს არჩევნების დროს მოლოტოვის კოქტეილი შეუგდეს, მეორეს მანქანა დაუცხრილეს, მეტი რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში - ამბობს ნინო ბურჯანაძე.