„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

17.03.21 16:19
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის მედიაციით იმართება. მოლაპარაკებაში "ოცნებიდან" ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე მონაწილეობენ. 

 ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეალურად ამ შეხვედრით იწყება მოლაპარაკების პროცესი და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.