ხელისუფლებას ოპოზიციის ,,ელისაშვილიზაცია" სურს - გია ხუხაშვილი

17.03.21 17:10
ხელისუფლებას ოპოზიციის ,,ელისაშვილიზაცია" სურს - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილს უჭირს იმის პროგნოზირება,  რით დამთავრდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ  ბრიუსელიდან გაჟღერებულიი ხელისუფლების განცხადებები ოპოზიციას დამშვიდების საშუალებას არ მისცემს.

ხელისუფლება გუშინ წელში გაიმართა, რადგან ეს დღე მათ თავიანთ აქტივად ჩათვალეს. ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა, თუ ფიქრობდნენ, რომ ევროპა ხელისუფლებას წელში გატეხავდა და ხელებს გადაუგრეხდა, რა გააკეთა ოპოზიციამ, რა არგუმენტები დაუდო ევროპას, რომ არჩევნები გაყალბდ? ევროკავშირს არ აქვს დამაჯერებელი კონტრარგუმენტები არჩევნების გაყალბებაზე. - აღნიშნავს გია ხუხაშვილი

 

 გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ შეხვედრაზე ხელისუფლება შეეცდება, არჩევნების თემა საერთოდ გამორიცხოს, თუმცა, საინტერესოა, რას შესთავაზებს ევროპელი მედიატორი მხარეებს.

ვფიქრობ, რომ შეხვედრაზე არ იქნება საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, ხელისუფლება შეეცდება, საერთოდ ჩახსნას არჩევნების თემა, მიმაჩნია, რომ აქ საქმე ევროპელ მედიატორებზეა, გააჩნია, რა შეთავაზება უდევთ მათ საქაღალდეში - ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ხუხაშვილს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპონენტებს საგამოძიებო კომისიის შექმნისა და არჩევნების გაყალბების დამტკიცების უფრო მეტი ბერკეტი ექნებოდათ.  გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ძალა მხოლოდ მის ერთიანობაშია, ხელისუფლება კი ცდილობს, პარლამენტში ყველა ძალა შეიყვანოს ,,ნაციონალების" გარდა, ამით მას წამყვანი ოპოზიციური ძალის დასუსტება სურს.

ხელისუფლებას სურს ოპოზიციის ,,ელისაშვილიზაცია" - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები