თუ მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგოს - მარინა კალიურანდი

17.03.21 17:18
თუ მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგოს - მარინა კალიურანდი

თუ შარლ მიშელის შუამავლობით მოლაპარაკლებები უშედეგოდ დასრულდება, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს მიმართ  ინტერესი დაკარგოს - ეს განცხადება ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ევროპული პარლამენტის სახელით ვლაპარაკობ, რას ვხედავთ აქ, აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. სამწუხაროდ, როცა საქმე პოლიტიკურ დღის წესრიგს ეხება რაღაც ძალიან ცუდი ხდება. შეხედეთ, რა მოხდა ბელარუსში, მთიან ყარაბაღში, კრიზისი საქართველოში, გარწმუნებთ, ამ საკითხს დღის წესრიგში მუდმივად დავაყენებ, მაგრამ პარლამენტში 705 წევრია და საქართველოს მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელება  შესაძლოა, გართულდეს, თუ  შარლ მიშელის მისია არ იქნება წარმატებული. რასაკვირველია, ამ პროცესებს ექნება გავლენა ევროკავშირ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე - განაცხადა კალიურანდმა.

ბრიუსელში შეხვედრების პარალელურად, თბილისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.