ჩვენ განვიცდიდით იმ პროცესებს, რაც ხდებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ - იენს სტოლტენბერგი

17.03.21 17:50
ჩვენ განვიცდიდით იმ პროცესებს, რაც ხდებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ - იენს სტოლტენბერგი

"ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები განვიცდიდით იმ პროცესებს, რაც ხდებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ",  - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო  დაფუძნებულია მთავარ ღირებულებებზე, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს, რადგან ბევრი რეფორმა განახორციელეს.  ჩვენი მოკავშირეები განიცდიდნენ იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური დაძაბულობა იყო საქართველოში და ის მოვლენები, რომელიც განვითარდა ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოიძებნოს გამოსავალი, დამშვიდდეს პოლიტიკური  სიტუაცია საქართველოში და შეძლოს დემოკრატიულად რეფორმების გატარების გაგრძელება, ასევე მედიაციის ძალისხმევას აქტიურად ვუჭერთ მხარს, დღეს განვიხილეთ ეს თემა, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია  გაიმართა.