ნატოს პოზიციაა, რომ დიალოგის გზით მოხდეს არსებული პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა - იენს სტოლტენბერგი

17.03.21 18:00
ნატოს პოზიციაა, რომ დიალოგის გზით მოხდეს არსებული პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა - იენს სტოლტენბერგი

"ნატოს პოზიციაა, რომ დიალოგის გზით მოხდეს არსებული პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა", - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ნატოს პოზიციაა, რომ დიალოგის გზით მოხდეს არსებული პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა, ნატო მხარს უჭერს მედიაციის ძალისხმევას ევროკავშირის მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად, რომ გადაიჭრას პოლიტიკური პრობლემები, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ, - თქვა სტოლტენბერგმა. 

იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია  გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები