თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - რიკარდ იოზვიაკი

17.03.21 18:33
თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - რიკარდ იოზვიაკი

თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიაკრდ იოზვიაკიმ თქვა. მისი პროგნოზით, საქართველომ მოლაპარაკების შესაძლებლობა სწორად უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ წევრობის შანსი სამუდამოდ არ დაკარგოს.  

არ ვიცი როდის მოგვარდება სიტუაცია, მაგრამ მოველი რომ გადაწყდება პრობლემები, ქართველი ხალხი შეჰყურებს ბრიუსელს ის არ შეჰყურებს მოსკოვს, მაგრამ მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაჟღერო, რომ მოვუწოდო ოპოზიციას,მთავრობას და ქართველ  ხალხს, რომ მოუსმინეთ შარლ მიშელს, მოუსმინეთ დანიელსონს და გააგრძელეთ წინსვლა ევროპისკენ, ევროკავშირი ძალიან სერიოზულად აღიქვამს საქართველოს და თუ შეიძლება არ გააფუჭოთ სიტუაცია, იმ შემთხვევაში თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ამბობს რიკარდ იოზვიაკი.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი  რიკარდ იოზვიაკი ხელისფულებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს აფასებს, როგორც ძალიან  რთულს. 

უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ გზა იქნება ძალიან რთული, ჩვენ გავიგეთ რომ კომპრომისის მიღწევა იქნება რთული, მაგრამ ევროკავშირი ეცდება უბიძგოს ღარიბაშვილს და ოპოზიციას, რომ მივიდნენ შეთანხმებამდე, ერთი კვირაა დანიელსონი იმყოფება საქართველოში, დისკუსიებს აქტიურად მართავენ, მაგრამ ძალიან რთული გზა არის გასავლელი - ამბობს იოზვიაკი. 

 

მსგავსი სიახლეები