პირველი შემთხვევაა, როცა შარლ მიშელი ასე აქტიურად ჩაერთო რომელიმე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეში - იოზვიაკი

17.03.21 18:42
პირველი შემთხვევაა, როცა შარლ მიშელი ასე აქტიურად ჩაერთო რომელიმე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეში - იოზვიაკი

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შარლ მიშელი ასე აქტიურად ჩაერთო რომელიმე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეში - ამის შესახებ ტვ პირველთან ექსკლუზიურად, ბრიუსელში, "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკიმ თქვა. იოზვიაკის თქმით, შარლ მიშელს კარგად იცნობს,ის წამყვანი შვედი დიპლომატია. იოზვიაკი ფიქრობს, რომ  თუ მიშელი ვერ გაართმევს თავს მოლაპარაკებებს, სხვა ვერავინ დაეხმარება საქართველოს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შარლ მიშელი ასე აქტიურად ჩაერთო რომელიმე ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეში.  დონალდ ტუსკი, რომელიც მიშელამდე იყო პრეზიდენტი, იყო ჩართული უკრაინის საკითხებში, მაგრამ არასდროს ყოფილა ასეთ დონეზე ჩართული, ის არ ესაუბრებოდა მთავრობის და ოპოზიციის წევრებს. ეს არის უნიკალური შემთხვევა, საქართველომ ძალიან სერიოზულად უნდა აღიქვას, რადგან ევროკავშირი პანდემიის პირობებში ძალიან აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრობლემების გადაჭრაში. ქართველმა ხალხმა ეს უნდა გაანალიზოს - თქვა იოზვიაკიმ.

მსგავსი სიახლეები