შარლ მიშელსა და ღარიბაშვილს შორის ძალიან მკაცრი შეხვედრები გაიმართა - რიკარდ იოზვიაკი

17.03.21 18:59
შარლ მიშელსა და ღარიბაშვილს შორის ძალიან მკაცრი შეხვედრები გაიმართა - რიკარდ იოზვიაკი

 ბრიუსელში გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუს დროს  "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკიმ ისაუბრა. იოზვიაკიმ ინტერვიუს დროს თქვა, რომ შარლ მიშელსა და ღარიბაშვილს შორის ძალიან მკაცრი შეხვედრები გაიმართა. იოზვიაკის ინფორმაციით,ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება უკვე მიღწეული იქნებოდა, თუმცა ესე არ მოხდა. 

სამჯერ ისაუბრა შარლ მიშელთან ირაკლი ღარიბაშვილმა და ძალიან მკაცრი შეხვედრები გაიმართა, ევროკავშირს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება უკვე მიღწეული იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არ შეჩერებულა დისკუსიები, გადაწყვეტამდე არავინ მისულა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ძალიან დაძაბული  და მძიმე შეხვედრები იყო და უფრო მეტად კონსტრუქციული უნდა იყოს დისკუსია მომავალში, სულ ესაა რაც ინფორმაცია მაქვს - თქვა იოზვიაკიმ.