შალვა ნათელაშვილის საქციელი არასერიოზულად მიმაჩნია - თამარ ჩერგოლეიშვილი

17.03.21 19:23
შალვა ნათელაშვილის საქციელი არასერიოზულად მიმაჩნია - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, იმდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ საკითხების რიგითობის დარღვევის გამო მისი პროტესტის ნიშნით დატოვება არასერიოზულია.

შალვა ნათელაშვილს პატივს ვცემ, მაგრამ მისი საქციელი არასერიოზულად მიმაჩნია, რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს, იმდენად მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ  ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემის გადაწყვეტის გარეშე შეთანხმება არ მოხდება. შეხვედრის დატოვება არის პარტნიორის შეურაცხყოფა, მე მაგალითად ასეთ პარტნიორს არ ვისურვებდი - აღნისნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

,,ლეიბორისტების" ლიდერმა ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა 10 წუთში პროტესტის ნიშნით დატოვა.

,,ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებების იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება  საპარლამენტო არჩევნების თარიღი და  პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას და რაუნდებსლ, როგორც კი ეს 2 საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლით და არა სახურავით - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.