იყო რთული საუბარი, გვაქვს პროგრესი - ხათუნა სამნიძე შეხვედრის შემდეგ

17.03.21 20:16
იყო რთული საუბარი, გვაქვს პროგრესი - ხათუნა სამნიძე შეხვედრის შემდეგ

"გვაქვს პროგრესი" - ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის საელჩოში, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. სამნიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი შეინიშნება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული საუბარი და დისკუსია  ყველაფერზე, გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კონკრეტულზე ვილაპარაკოთ. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა და ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები.შეხვედრა იყო ორმხრივი და ორივე მხარე ვუზიარებდით ერთმანეთს მოსაზრებებს, ყველა პუნქტზე იყო საუბარი, შეთანხმება იქნება, როდესაც ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, ეს არის მიზანი -  ამბობს სამნიძე.

მსგავსი სიახლეები