ხუთივე საკითხზე უნდა შევთანხმდეთ - ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის დასკვნითი დღე

18.03.21 11:31
ხუთივე საკითხზე უნდა შევთანხმდეთ - ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის დასკვნითი დღე

გადამწყვეტი დიალოგის დასკვნითი დღე - ევროკავშირის საელჩოში  ოპოზიცია და ხელისუფლების წარამომადგენლები რამდენიმე საათში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ორ ყველაზე პრობლემურ საკითხს, პოლიტპატიმრების  გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნებს განიხილავენ. ევროკავშირის სპეციალური წარმოადგენელი ამ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს საკუთარ ვერსიას შესთავაზებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება ყველა საკითხთან დაკავშვირებით უნდა მოხდეს და გამონაკლისი არ იქნება.

ხუთივე მოსალაპარეკებელ საკითხზე უნდა იყოს შეთანხმება. არ არსებობს ვარიანტი, რომ აი, სამზე შევთანხმდით და ორზე ვერა, ან ოთხზე შევთანხმდეთ, ერთზე ვერა. ხუთივე საკითხზე უნდა მოინახოს გადაწყვეტა, ეს არის გამარჯვების ფორმულა - ამბობს „სტრატგეია ღამაშნებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.

მისსავე აზრზს იზიარებს „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

ცალკე რომელიმე პუნქტი არ განიხილებნა, როგორც შეტანხმების საგანი. უნდა შევთანხმდეთ ყველა პუნქტზე. კონკრეტულად რა ფორმას მიირებს შეთანხმება, ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ეს ვერ იქნეა შეთანხმება, რომელიც რომელიმე პუნქტს ამოაგდებს, ან უგულებელყოფს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა. ბოკუჩავა ამბობს, რომ ბერკეტი ხელისუფლების ხელშია, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკიტხი, სწორედ მათი პრეროგატივაა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, გაიაზრებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი რამდენად ძვირად დაუჯდება შეუთანხმებლობა. 

ძირითადი წილი პასუხისმგებლობის არის სწორედ ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ მას გააჩნია ის ბერკეტები, რომლის კეთილგონიერად გამოყენების შემთხვევაში შეუძლიათ რომ განმუხტონ ეს პროლიტიკური კრიზისი, მათ შორის, პირველი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გადაწყვეტილება ჩამოკიდებულია მთლიანად იმაზე, გაიაზრებს თუ არა ივანიშვილი რაოდენ ძვირად დაუჯდება შეუთანხმებლობა, ანუ შეთანხმების ჩაგდება და ევროკავშირისთვის, ამ მედიაციაზე უარის თქმა,  - აცხადებს ბოკუჩავამ.

 

 ევროკავშირის საელჩოში დილიდან კრისტიან დანიელსონი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები