სამართლიანი არჩევნების პირობებში ოპოზიციის ბოიკოტი ხელოვნურად შექმნილი კრიზისია - კობახიძე

18.03.21 13:29
სამართლიანი არჩევნების პირობებში ოპოზიციის ბოიკოტი ხელოვნურად შექმნილი კრიზისია - კობახიძე

ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი არავითარ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეებამება სამართლიანობის პრინციპს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროკავშირის ოფისში მედიატორებთან გამართული  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კობახიძეს შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში, ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლასთან  დაკავშვირებით, ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ  კრიზისზე მეტყველებს. 

ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი არავითარ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეებამება სამართლიანობის პრინციპს. ეს არის ერთადერთი ჩვენი წითელოი ხაზი.  
მთავარია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და სამართლიანი, თავისუფალი, რაც აღინიშნება შესაბამის დასკვნებში, რაზეც ძალიან ღიზიანდება ოპოზიცია. რატომ? იმიტომ, რომ ეს მათ აყენებთ ბევრად უფრო სუსტ პოზიციაში, ვიდრე იყვნენ ორი-სამი თვის წინ. როდესაც არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული და პარლამენტში მაინც არ შემოდის ოპოზიცია, ამ დროს კრიზისი არის ხელოვნური
, - განცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციასტან შეხვედრამდე ევროკავშირის ოფისში მედიატორებს შეხვდა.