ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა

18.03.21 15:59
ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა

ამ წუთებში პოლიტიკური მოვლენების ეპიცნეტრი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისია, სადაც ოპოზიციის, ხელისუფლებისა და მევროპელი მედიატორების შეხვედრა უნდა დაიწყო. წინასწარი  ინფორმაციით, დღეს 2 მთავარ სადავო საკითხზე იქნება საუბარი- პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩვენების ჩატარება. დაპირისპირებულ მხარებს საკუთარი ვერსია ევროკავშირის სპეცწარმომადგენლმა უნდა შესთავაზოს. სეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს. 

შეთანხმების მოლოდინი არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რა რიტორიკა აქვს ,,ოცნებას", ვერ ხვედავ მათში სურვილს, ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანონ, თუ ,,ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს აქვს სურვილის ნატამალი, გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მაშინ დათანხმდებიან პატიმრების გამოშვებასა და ვადამდელ არჩევნებს. - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი

,,გირჩის" ლიდერი, ზურა აბაშიზე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესზე ირაკლი კობახიძის განცხადებებინ უარყოფით შედეგს ახდენს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთებული ირაკლი კობახიძის განცხადებები მოლაპარაკების პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს,  ერთხელ რომ დაამთავრა მოლაპარაკებები, მეორე დღეს კი გვლანძღა, მოლაპარაკების დროს კი შიგნით სხვანაირად საუბრობდა, გარეთ კი სხვანაირად - აღნიშნავს ზურა ჯაფარიძე.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, მიჩნია, რომ შეთანხმება რამე კონკრეტულ საკითხზე ამ ეტაპზე არ მოხდება და მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.

გუშინ შესვენება რომ გვქონდა, მედიატორები გავიდნენ და პირველი ფაზის არგუმენტაციის შემდეგ ჩაასწორეს დოკუმენტი, თქვეს, თქვენი აზრი გავითვალისწინეთ, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნას ემთხვევა, მეორე მხარის აზრი გავითვალისწინეთ, რადგან საკონსტიტუციო პრინციპებსა და კრიზისიდან გამოსვლას ეხება. ვფიქრობ, შეთანხმება დღეს არ მოხდება - აცხადებს გიორგი ვაშაძე

,,ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა პოზიციებს გამოხატავენ მხარეები. ირაკლი კობახიზემ დღეს დილით დაუგეგმავი შეხვედრა გამართა ევროსაბჭოს მედიატორებთან, შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, მაგრამ ,,ოცნების" ლიდერს შინაარსზე კომენტარი არ გაუკეთებია. ევროპელი მედიატორი, კრისტიან დანიელსონი საქართველსო ხვალ დატოვებს.

 

მსგავსი სიახლეები