პიონერულ სიტყვას ვიძლევი - ალუდა ღუდუშაური ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას უარყოფს

18.03.21 16:23
პიონერულ სიტყვას ვიძლევი - ალუდა ღუდუშაური ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას უარყოფს

 „ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას უარყოფს. ღუდუშაური იფიცება, რომ ოლიგარქი პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა.

კუკარაჩა გაქვთ ნანახი, ხომ? დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, პიონერულ სიტყვას ვიძლევი. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მათმა ლიდერებმა დაიჯერონ, ანუ აბსურდია, - ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი  ალუდა ღუდუშაური.