28 მარტს მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის კომენდანტის საათი ერთი დღით მოიხსნება

18.03.21 16:42
28 მარტს მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის კომენდანტის საათი ერთი დღით მოიხსნება

მთავრობის  გადაწყვეტილებით, 28 მარტს მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის კომენდანტის საათი ერთი დღით მოიხსნება. ამის მიზეზი დინამო არენაზე საქართველოს ნაკრების ესპანეთთან თამაშია, სადაც გულშემატკივრების მხოლოდ 30% დაუშვებენ. სწორედ ამ ადამიანებისთვის დაიშვება გამონაკლისი.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწტყვეტულებით, 1 აპრილიდან  შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოიხსნება. გაიხსნება საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები, დაიშვება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. 

რაც შეეხება კომენდანტის საათის სრულად გაუქმებას, ამაზე მთავრობის წევრები არ საუბრობენ.