"ოცნებამ" ევროპას კარი დაუხურა - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა

19.03.21 11:50
"ოცნებამ" ევროპას კარი დაუხურა - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა

10 საათიანი რთული შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს. ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომლის მედიაციითაც ეს შეხვედრა გაიმართა, ქვეყანა დატოვა. კრისტიან დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია.

ოპოზიციის განმარტებით, ხელისუფლება არცერთ დათმობაზე არ წამოვიდა, განსაკუთრებით პრობლემური კი პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკიტხი იყო. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ამ საკითხებზე საუბრის წამოწყების საშუალებაც კი არ მისცეს. 

ოპოზიცია შეთანხმების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. 

„ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას და რა იყო ორი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა მათი დატანხმება. ნიკა მელიას გამოშვება, გიორგი რურუას გამოშვება და ზოგადად, პოლიტიკუირ დევნის დასრულება ქვეყანაში და მეორე საკითხი, ვადამდელი არჩევნები. დრეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ძალიან რთულია რაიმე რესურსის  მონახვა მათში მოლაპარაკების. ეს „ქართულ ოცნებას“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროკავსირის მედიაციით გამ,ართული პროცესის ჩაშლა ხელისუფლებსი პასუხისმგებლობაა. 

თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“. შედეგი, რასაც ისინი დღეს აკეთებენ იქნება ძალიან მძიმე დასავლეთთან. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამხელა მხარდჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ლელოს“ლიდერი, ბადრი ჯაფარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებებზე წარმოუდგენელი სიხისტე გამოიჩინა.  

მიმაჩნია, რომ ამ პროცესში წარმოჩინდა ოპოზიცია როგორც უკიდურეესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზა თანამშრომლობისათვის, მაგრამ სამწუხრაოდ ჩვენ ვერ მივიღეთ იგივე მეორე მხრიდან. ქართულმა ოცნებამ გამოავლინა წარმოუდგენელი სიხისტე, - განაცხადა ჯაფარიძემ.