ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარი - ბოკერია

19.03.21 12:00
ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარი - ბოკერია


შემექმნა შათბეჭდილება, რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა , გიგა ბოკერიამ  ევროკავშირის ოფისში ხელუსფლებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბოკერია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება ვერცერთ საკითხზე ვერ მოხერხდა. 

ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, მაგრამ განსაკუთრებით პოლიტიკურად შეურაცხადი იყო , ხომ ნახეთ რამდენი ხანი გრძელდება ეს ყველაფერი, პოლიტპატიმრების საკითხი და ვამადემდელი არჩევნების საკითხი. მე შემექმნა შათბეჭდილება, რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება, - განაცხადა ბოკერიამ.
 

ევროკავშირის წარმომადგენლის მედიაციით გამართული დასკვნითი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 10 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს.  კრისტიან დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.

მსგავსი სიახლეები