იმედია, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან იმ გზაზე, რაც გასავლელი აქვთ - დანიელსონი

19.03.21 12:32
იმედია, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან იმ გზაზე, რაც გასავლელი აქვთ - დანიელსონი


იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ახლა სიტუაციაზე, იმ გზაზე, რაც გასავლელი აქვთ და კომპრომისზე, რაც საჭიროა მედიაციისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დანიელსონის მედიაციით გამართული 10 საათიანი შეხვედრის შემდეგ, მან თქვა, რომ მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია. 

ევროკავშირმა და აშშ-მ გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული ექვსი პუნქტიდან ზოგიერთ მონაკვეთში მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო. პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მთელი ყურადღება შეძლებოდათ კორონავირუსის, პანდემიისა და მის სოციალურ პოლიტიკურ შედეგებზე დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ. ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას. იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ახლა სიტუაციაზე, იმ გზაზე რაც გასავლელი აქვთ და კომპრომისზე, რაც საჭიროა მედიაციისთვის, - განაცხდა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონმა გუშინდელ შეხვედრაზე მხარეებს კრიზისის მოგვარების რამდენიმე გეგმა შესთავაზა, თუმცა მხარეები ვერაფერი შეჯერდნენ. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო დატოვა.