2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას გვთავაზობდა - ნათელაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე

19.03.21 12:57
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას გვთავაზობდა - ნათელაშვილი  დანიელსონთან შეხვედრაზე

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დეტალები შალვა ნათელაშვილმა გათქვა. „ლეიობორისტული პარტიის“ ლიდერი, რომელიც პროტესტის ნიშნად დიალოგს გამოეთიშა, ამბობს, რომ დიპლომატებმა ოპოზიციას  ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე მოთხოვეს, სადაც ეწერა, რომ არჩევნები 2024 წელს უნდა გაიმართოს.

ნათელაშვილის პროტესტის წორედ ამ  დოკუმენტმა გამოიწვია.  გადრა ამისა, ნატელაშვილის თქმით, დოკუმენტში ამოიკითხა ჩანაწერი, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას ეხებოდა. უფრო კონკრეტულად, კომიტეტის 5 პოსტი ოოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა დაეკავებინათ და ასევე, მათ უნდა დაეკავებინათ ორი საერთაშორისო დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტი. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი საერთოდ არ განიხილებოდა. 

„სახელმწიფოს აშენებენ იდეალისტები. ეს შევახსენე დანიელსონს და ვუთხარი, რომ ის გვევაჭრება თანამდებობებით, მათ შორის, იმიტომ, რომ არის ვაჭარი, მაგრამ არა ვაჭარი რაღაცა  პროდუქციით, არამედ თავისი ქვეყნით, თავისი ხალხით და ჩვენი მომავლით. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვაჭარმა ჩაწერა ვაჭრული პირობები. ვის რად უნდა მაგისი ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე. ის გვთავაზობდა პარლამენტში შესვლას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას, ეს უკვე საარჩევნო რეფორმის და სასამართლო ცვლილებების სანაცვლოდ, - ამბობს ნათელაშვილი.