დემოკრატიის ასეთი უკუსვლა არც შევარდნაძის და არც "ენმ"-ს დროს გვქონია - მარგველაშვილი

19.03.21 14:47
დემოკრატიის ასეთი უკუსვლა არც შევარდნაძის და არც "ენმ"-ს დროს გვქონია - მარგველაშვილი

ქვეყანაში დასურულებულ პოლიტიკურ ომს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის მოახერხა, რაც არც შევარდნაძის და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს  ხდებოდა. მისი თქმით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობაა და დემოკრატის უკუსვლის შესაჩერებლად დასავლეთის აქტიური ჩართულობაა საჭირო. 

ეს არჩევნები უკვე განვლილი პერიოდია, ჩვენ დღეს სხვა პოლიტიკურ რეალობაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ რეალობაზე, სადაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ უარი უთხრა ერთპარტიულ მმართველობას. ეს უკვე ფაქტია. ჩვე კი გვეგონა, რომ დემოკრატიაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ასეთი ჯერ არ გვქონია არც შევარდნაძის დროს და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. როგორ შეაფასა ეს არჩევნები პოლიტიკურმა სპექტრმა უკვე პოლიტიკური რეალობაა, - აცხადებს მარგველაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები