"ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა" ხალხისთვის - ზურაბ ჯაფარიძე

19.03.21 16:28
"ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა" ხალხისთვის - ზურაბ ჯაფარიძე

,,გირჩის" ლიდერი ევროპელი პოლიტიკოსების მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკების ჩაშლაში ,,ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.

,,ოცნების" ლიდერის ფრაზა-"ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა" ხალხისთვის, ისრების  გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე, ისევე როგორც, ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება, თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა, არის მინიმუმ, უსინდისობა. - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ მოლაპარაკების არც ერთ პუნქტზე  ,,ოცნება" არ იყო თანახმა.

მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით; არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი, არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი. არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა.  მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ "არაფრის" გაუარესებული ვერსია. გაუარესება ხდებოდა ,,ოცნების" მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო და არა ოპოზიციის.
გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ,,ოცნების" მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური - წერს ზურა ჯაფარიძე.

,,გირჩის" ლიდერი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებას სინამდვილეში ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი და არა ,,ოცნების" დღევანდელი ლიდერი, კობახიძე.

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა. ფეხზე ჰკიდია, შარლ მიშელი ჩაერევა, თუ მიშელ ობამა, SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ, ესაა მოცემულობა - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.
 

მსგავსი სიახლეები