ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე დათანხმდა მოლაპარაკებებს - ჭიჭინაძე

19.03.21 17:38
ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე დათანხმდა მოლაპარაკებებს - ჭიჭინაძე

ოპოზიცია მოლაპარაკებებში იმ შემთხვევაში უნდა ჩართულიყო, თუ ნიკა მელია იჯდებოდა იქ, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე წავიდა, რადგან იმთავითვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმრების საკითხის განხილვას არ აპირებდა. 

მოლაპარაკების მაგიდასთან, „ქართულ ოცნებასთან“ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა, დათანხმებოდნენ, თუ იჯდებოდა ნიკა მელია იქ. ფასილიტატორებმა გადაწყვიტეს, რომ ერთად დაესვათ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, მაშინ მე ვფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ. დიახაც, იმიტომ, რომ უნდა დამჯდარიყო და უნდა დაესვათ ის კითხვა, იქიდან ეს მესიჯი მოდიოდა, რომ ამ საკითხის განხილვას „ქართული ოცნება“ არ აპირებდა, - განაცხადა ჭიჭინაძემ.