იზოლატორიდან ისევ აქციაზე - ბექა ბასილაია თავისუფალია

02.12.24 02:59
იზოლატორიდან ისევ აქციაზე - ბექა ბასილაია თავისუფალია

ადვოკატი ბექა ბასილია, რომელიც სპეცრაზმელებმა 30 ნოემბერს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დააკავეს, გათავისუფლებულია.

ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისევ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს შეუერთდა.

მისი თქმით, მოძალადე სპეცრაზმელის ამოცნობა შეუძლია, რადგან მას დაკავებისას სახელით მიმართავდნენ. 

მინდა, მივმართო დაკავებულთა ოჯახის წევრებს და დაკავებულებს, იყვნენ მხნედ, ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით. მართალია უსიამოვნოა დაკავება, მაგრამ დაკავება დიდი რესურს ართმევს სისტემას. აუცილებელია, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდეს. პროტესტი არ გაჩერდება მომდევნო ერთი კვირის მანძილზე და სისტემა აუცილებლად გატყდება.

მათი არც ერთი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა ჩემ ღირსებას არ შეხებია, დარწმუნებული ვარ, რომ ასე დაკავებულები რაც არ უნდა ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იყოს, არც ერთის ღირსება არ იბღალება. პირიქით, ეს პროცესი ჩვენ გვაძლიერებს“,- აცხადებს ბასილაია „ტვ პირველთან“.