ვერ მოახერხეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა კობახიძის გონებაში ჩაბუდებული ბიძინასთვის - ზურაბ ჯაფარიძე

20.03.21 12:40
 ვერ მოახერხეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა კობახიძის გონებაში ჩაბუდებული ბიძინასთვის - ზურაბ ჯაფარიძე

მეტი თავისუფლება-გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე ჩაშლილი მოლაპარაკებების დეტალების შესახებ წერს

ჯაფარიძემ კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, რომ  მოლაპარაკების ყოველ შემდეგ რაუნდზე "ქართული ოცნება" უფრო და უფრო შორდებოდა შეთანხმების მედიატორების მიერ შეთავაზებულ ვერსიას,  შეთანხმება სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა. 

ყველა პუნქტთან მიმართებაში, "ოცნება", ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან. მიუხედავად იმისა რომ დარიგებულ ტექსტებს გვართმევდნენ ყოველი რაუნდის შემდეგ (რომ გარეთ არ გამოგვეტანა) - ყველა პუნქტის შინაარსის"ევოლუცია" მახსოვს ზეპირად. უკლებლივ ყველასი. საბოლოო ჯამში, მედიატორებმა დაინახეს, რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება კი არა, ან რთულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი არა (ვადამდელი და პოლიტპატიმრები), ოცნება მზად არაა არანაირ კომპრომისზე შარლ მიშელის არც ერთ პუნქტთან მიმართებაშირადგან ნებისმიერი კომპრომისი მათი გადმოსახედიდან აღიქმება, როგორც უკან დახევა, სისუსტის ჩვენება - და ეს კი საფრთხეა პარტიის შიდა სტაბილურობისთვისამიტომ შეწყდა მოლაპარაკებები - წერს ჯაფარიძე.