მოვუწოდებთ ხელისუფლებას,დაიცვათ ჟურნალისტთა უსაფრთხოება-ეთიკის ქარტია

25.02.21 17:28
მოვუწოდებთ ხელისუფლებას,დაიცვათ ჟურნალისტთა უსაფრთხოება-ეთიკის ქარტია

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი და დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება. 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა,- აღნიშნულია ეთიკის ~~ ქარტიის განცხადებაში.

 შეგახსენებთ, ჟურნალისტზე თავდასხმა დღეს დილას მოხდა. ფაქტზე 3 პირია დაკავებული.