ქალი, რომლის სარჩელის საფუძველზეც გოგი წულაია დააკავეს, ქუთაისის მერიიდან ფინანსდებოდა

20.03.21 14:58
ქალი, რომლის სარჩელის საფუძველზეც გოგი წულაია დააკავეს, ქუთაისის მერიიდან ფინანსდებოდა

ქალი, რომლის სარჩელის საფუძველზეც გოგი წულაია დააკავეს, ქუთაისის მერიიდან ფინანსდებოდა. "სი ნიუსი" ავრცელებს დოკუმენტს სადაც ჩანას, რომ ასმათ დვალიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას ფული ბიუჯეტიდან ერიცხებოდა.დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ასმათ დვალიშვილის ორგანიზაციამ "პროგრესულმა თაობამ" 2016 წელს ტენდერი მოიგო.  "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ასმათ დვალიშვილი სავარაუდოდ, სამხედრო პოლიცის აგენტია და ის ოპოზიციასთან შეაგზავნეს, როგორც მათი მხარდამჭერი რეალურად კი ფარულ გადაღებებს აწარმოებდა.

მოვიძიე ყველა ინფორმაცია ასმათ დვალიშვილზე და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის არის აგენტ-პროვოკატორი, იმიტომ რომ ანალოგიური სქემით მუშაობდა სხვადასხვა ადამიანებთან, მათ შორის პოლიტიკოსებთან და მათ შორის სხვადასხვა აქტივისტებთან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ის არის აგენტი და მას სხვადასხვა დავალებით იყენებენ, არსებობს ვახტანგ ჯალაღონია, წარსულში ნასამართლევია, მას ასევე უჩიოდა, რომ მას ქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა. ასმათ დვალიშვილი თითქოსდა არის ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტი, მაგრამ მას აფნანსებდა "ქართული ოცნების" პირობებში ქუთაისის მერია, ერთჯერადად მას 5 ათასი ლარი აქვს მიღებული არარსებული პროექტის განხორციელებაში - ამბობს ელისო კილაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები