ვმუშაობთ, რომ შედგეს ძალიან საინტერესო ორმხრივი ვიზიტები - გრიგოლ გეგელია

20.03.21 17:10
ვმუშაობთ, რომ შედგეს ძალიან საინტერესო ორმხრივი ვიზიტები - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციამ მომავალი სამოქმედო გეგმები განიხილება, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან ორმხრივ ვიზიტებს ითვალისწინებს. 

ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საერთო შეხვედრა, განხილვის საგანი იყო ჩვენი საგარეო კომუნიკაციის უმთავრესი კონტურები,თუ როგორ იქნება წარმოებული ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ საგარეო პარტნიორებთან, ეს შეიცავს  როგორც წერილობით კომუნიკაციას ბრიუსელში და ვაშინგტონში, ასევე ზარებს და ორმხრივ ვიზიტებს. ვმუშაობთ რომ შედგეს ძალიან საინტერესო ორმხრივი ვიზიტები - თქვა "ლელოს" წევრმა გრიგოლ  გეგელიამ. 

დღესვე ოპოზიციის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქციები და მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება. მთავარი აქცია კი რუსთაველის გამზირზე, 15 მაისს დაანონსდა.

მსგავსი სიახლეები