ახალციხეში რეანომობილი არ იყო, წამოვიდა თბილისიდან - ახალი გარემოებები მედდის საქმეში

21.03.21 11:15
ახალციხეში რეანომობილი არ იყო, წამოვიდა თბილისიდან - ახალი გარემოებები მედდის საქმეში

დადგენილია მიზეზი, რის გამოც ანაფილაქსიურ შოკში მყოფი მედდა, ახალციხიდან თბილისში დროულად ვერ გადმოიყვანეს, ტვ პირველის შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ რეგიონში თავისუფალი რეანომობილი არ იყოს, რის გამოც ის თბილისიდან გამოიძახეს, გზაში კი დაახლოებით 6 საათი დაიკარგა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში სულ 3  კატასტროფის ბრიგადა დგას,მაგრამ იმ მომენტში ყველა დაკავებული იყო. ბრიგადა წამოვიდა თბილისიდან. 2 საათნახევარი ან ცოტა მეტი ჩამოსვლას დაჭირდა, მერე ექიმი გაეცნო მდგომარეობას. ამიტომ გაიწელა დრო - ამბობს ადგილობრივი ექიმი.

27 წლის მეგი ბაქრაძე აცრის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, ის ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა  ვერ შეძლეს.