საქართველოში ვაქცინაცია თითქმის შეჩერებულია - მედპერსონალი AstraZeneca-თი აცრაზე უარს ამბობს

21.03.21 11:24
საქართველოში ვაქცინაცია თითქმის შეჩერებულია - მედპერსონალი AstraZeneca-თი აცრაზე უარს ამბობს

ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში თითქმის შეჩერებულია. მედპერსონალი AstraZeneca-თი აცრაზე უარს ამბობს.ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო იმ სამედიცინო მუშაკების რიცხვმა, რომლებიც ვაქცინაციის სურვილს გამოთქვამენ.

ვაქცინაციის დაწყებიდან 1 კვირის თავზე საქართველოში სულ 5 ათასამდე მედიკოსია აცრილი. მაშინ როცა, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, გათვალისწინებული იყო დღეში 4 ათასი ადამიანის ვაქცინაცია.

ზოგიერთ რეგიონში 10 მსურველიც არ მოიძებნება, იმისთვის რომ გაიხსნას პრეპარატი, სადაც 10 ცალი დოზაა მოთავსებული. ვაქცინაციის მსურველი ექიმების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა დედაქალაქშიც. დარეგისტრირებული მედმუშაკები მეგი ბაქრაძის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ აცრაზე უარს ამბობენ.

3 დღის განმავლობაში ჩვენთან მუშაობდა 3 ბრიგადა,შემდეგ გადავედით ერთ ბრიგადაზე, მომართვიანობა შეიცვალა და არის დაბალი.ეს ტრაგედია ძალიან მნიშვნელოვნად აისახა პროცესზე.გუშინ 38 კოლეგა იყო ჩაწერილი აქედან 23-მა დროებით თავი შეიკავა ვაქცინაციაზე.მეგის შემთხვევამ იმოქმედა ვაქცინაციის პროცესზე - ამბობს იაშვილის კლინიკის წარმომადგენელი.