"სასწრაფოდ გაანეიტრალე" - რა ბრძანებას გასცემდა კახა საბანაძე 20 ივნისის ღამეს

21.03.21 23:40
"სასწრაფოდ გაანეიტრალე" - რა ბრძანებას გასცემდა კახა საბანაძე 20 ივნისის ღამეს

ტვ პირველის შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, 20 ივნისის დარბევის ღამეს ბრძანება არა რაციით, არამედ მობილური ტელეფონით გაიცემოდა. ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მასალებში კარგად ისმის შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მითითება, სადაც ის რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული დინამიკების დაზიანების ბრძანებას იძლევა. ბრძანება მართლაც შესრულდა და დარბევის მომენტში აქციის ორგანიზატორებს აღარ ჰქონდათ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება, რამაც ქაოსი გამოიწვია.

ეს არის კარგი შანსი დაზიანებისთვის, სწრაფად იმოქმედე, მონიტორებიც მითხარი რამდენი გაქვთ დაზიანებული ჯამში,სასწრაფოდ გაანეიტრალე, დააზიანე ისე რომ არ ეტყობოდეს მექანიკური დაზიანება - ამბობს საბანაძე ჩანაწერში.